„ღარიბაშვილის დღევანდელი მოქმედებები სამიტზე, რომ ის პრეზიდენტ ზელენკის არც მიესალმა და არც მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
"ღარიბაშვილის მოქმედებები დღევანდელ სამიტზე ის, რომ არ შეხვდა ზელენსკის, არ გაარკვია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობაში,არც მიესალმა, არც მხარდამჭერი და სოლიდარობის განცხადება არ გააკეთა, ადასტურებს „ქართული ოცნების“ ღარიბაშვილის მოღალატეობრივ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში. დღეს , საქართველო სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე, მოიაზრება რუსულ ორბიტაზე მყოფ სახელმწიფოდ და მოიხსენიება ბელორუსთან ერთად . ამიტომ, ცვენ უნდა დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ არ შევაცვლევინოთ“ ქართულ ოცნებას“ ქვეყნის საგარეო კურსი საბოლოოდ და დავიცვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა." - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.