„ღარიბაშვილმა გუშინ ცალსახად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რუსული ნარატივი გააგრძელა - „ომი გინდათ?“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
„მგონი საზოგადოებისათვის ნათელი იყო ის შინაარსი, რაც ღარიბაშვილმა მოლდოვაში სამიტის დროს ნატოს შესახებ ისაუბრა. ცალსახად იკვეთებოდა ,რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საქართველოს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევ და ისევ “ომი გინდათ „ ნარატივის მოშველიებით, რაც ბუნებრივია არის რუსეთის ფედერაციის რიტორიკის გაგრძელება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ნატოში გაწევრიანებისკენ და უკრაინის მაგალითის მოშველიებაც საქართველოსთვის სწორედ ამას ნიშნავდა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი რუსეთმა საქართველოს მიმართებაში დაიწყოს. ეს ნარატივი გაავრცელა მოღალატეობრივად ღარიბაშვილმა და ამიტომ,საზოგადოების და ყველას მკვეთრი,უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.