ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრაგმატული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ორგანულად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან ერთად, მასთან ერთად პაკეტში განიხილებოდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც.
„ამის ნაცვლად, ჩვენ გვყავს სრულიად იზოლირებული ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩართულია მოღალატეობრივ ნაბიჯებში და მას ხელსაც კი არ ართმევენ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორები“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.
მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე, ვოლოდმირ ზელენსკი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს არ მისალმებიან.