იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომა იყო დაშვებული, სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას, - ამისსაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ფსკერს ჩასცდა პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, რომ ხელისუფლება ოკუპაციასა და აგრესიაზე არ საუბრობს.
„ანტიპროპაგანდის გარკვეული წესები არსებობს, რასაც რაც არ უნდა უტიფარი იყო, მაინც რაღაც ფორმა აქვს, მაგრამ უკვე ფსკერს ჩასცდა ის პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, თურმე, ჩვენ ოკუპაციასა და აგრესიაზე არ ვსაუბრობთ. რეალურად, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია. ზოგს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს, თუ სიღრმისეულად არ იცნობს საკითხებს, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს – რუსეთის აგრესია მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა და ალბათ მოღალატეობრივმა პოზიციამ, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახია საგზაო რუკა, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს გააჩნდა და რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტენსივობით და შედეგიანობით მივყვებოდით. 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომა იყო დაშვებული, სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს და რუსეთის აგრესიას, რასაკვირველია, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია სამართლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. თუ ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ ვერთვებით, როგორც მხარე, ეს განპირობებულია ჩვენი ინტერესით, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.