მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას სურვილია, ომი მალე დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, ასევე მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.