დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მან კომენატრი გააკეთა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე.
კითხვაზე, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა თქვა, დარჩათ შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ ელოდება მომგებიან დროს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ამ საკითხის ასე დაკავშირება არის მიუღებელი, ეს არის არაევროპული და პირიქით, დისკრედიტაციას უწევს როგორც ჩვენ ქვეყანას, ასევე ევროპასაც, როდესაც ხდება ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილზეც არის ხოლმე საუბარი მსჯავრდებულის დაკავშირება ევროპულ პერსპექტივასთან“.
მისივე თქმით, გუშინ კეთდებოდა კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის.
„ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, ეს არ შეიძლება ასე. გვიკვირს მერე გუშინ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა ასეთი სახის კომენტარი, რა გამოდის,რომ ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის? როდესაც ადამიანის თავისუფლება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო არ მგონია, იყოს სწორი მიდგომა და პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს, ვინაიდან გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ის ეგუება, რომ ადამიანი, რომელზეც თუკი გადაწყვეტილება აქვს მიღებული შეწყალების, იყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება, დადგეს ან არ დადგეს ან როდის დადგეს არავინ იცის.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, ინდივიდებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, ამიტომ მე ამ განმარტებას და ინტერპრეტაციებს, რომელიც მოვისმინე გუშინ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებისგან კატეგორიულად გამოვრიცხავ. საქართველოს პრეზიდენტს არ მგონია, ასეთი დამოკიდებულებას ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.