სულ მცირე 204 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა დონეცკის ქალაქ ბახმუტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას ბახმუტის მერმა ოლექსი რევამ განუცხადა.
„ჩვენ ბახმუტის მცხოვრებლებმა ბევრი რამ დავკარგეთ. მაგრამ ყველაზე დიდი დანაკარგი - ადამიანების სიცოცხლეა. ომის დაწყებიდან ნაღმებისა და ჭურვების აფეთქებისას ქალაქის 505 მცხოვრები დაიჭრა, მათ შორის 17 ბავშვი. სამწუხაროდ, 204 დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია {2023 წლის 29 მაისის მონაცემები}“, - განაცხადა ოლექსი რევამ.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბახმუტის თემის ტერიტორიაზე 80 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის - 70 ათასი ქალაქ ბახმუტში.
29 მაისის მონაცემებით, ქალაქში 500-მდე ადამიანი იყო დარჩენილი.