რას ამტკიცებთ, თქვენი ამოცანა პუტინის გულის მოგება და არ გაღიზიანებაა, თუ საქართველოს ინტერესების გატარება? -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის ლიდეების ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აკეთებს სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია.
„რუსეთისთვის ნატო ზუსტად ისეთივე გამაღიზიანებელი ფაქტორია, როგორც პოლიციელი ყველა მოძალადისთვის და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის, კობახიძის და მდინარაძის მავნებლურ ლოგიკას თუ გავყვებით, მსხვერპლი ახდენს მოძალადის პროვოცირებას იმთ, რომ მოძალადისგან თავის დაცვას პოლიციელით ცდილობს.
სად გაიიზარდეთ?! მართლა ვერ ხვდებით რას ლაპარაკობთ და როგორი რუსული საქმეა ამის საუბარი? თუ თავს ისულელებთ?!
არ გრცხვენიათ? რას ამბობთ, 1993 წელს იმიტომ შევიდნენ რუსები სოხუმში, რომ ნატოში მიდიოდა საქართველო? საერთოდაც სამაჩაბლოში კონფლიქტი კომუნისტეის პირობებში დაიწყო რუსების პროვოცირებით, ან თუნდაც 1921 წელს ნეიტრალიტეტ გამოცხადებული საქართველოს დაბყრობა „ნატოთი“ ,,პრავდება”?
კარგი, ვთქვათ და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე ბრაზდება რუსეთი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რატომ გააუქმეს, ტაძრები რატომ გადაღებეს თეთრად და საერთოდაც, ბოლოს სამოცდაათამდე ნახევრად მოქმედ ეკლესიამდე დაიყვანეს რუსებმა, ესეც ნატოს გამო იყო? ქართულ ენას რატო აუქმებდნენ? ქართველ პატრიოტებს რატომ გვიკლავდნენ? რატომ მიდიოდა გამალებული რუსიფიკაცია? რომ მომავალში ნატოში არ შევსულიყავით?
რას ამტკიცებთ, თქვენი ამოცანა პუტინის გულის მოგება და არ გაღიზიანებაა, თუ საქართველოს ინტერესების გატარება? პუტინი „ნატო“-ზე მეტად გაღიზიანებულია საბჭოთა კავშირის დაშლაზე და გეოპოლიტიკურ კატასტროფას ეძახის ამას, საერთოდ არ აღიარებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას და კვლავაც რუსეთის ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ მიაჩნია და საერთოდ არ მოსწონს ერთიანი საქართველოს იდეა და მის ადგილზე სამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ხედავს. ზოგადად აღიზიანებს ქართველი, საქართველოს თავისუფლება და რა ვქნათ? დავნებდეთ და ბაბაია ვეძახოთ? ეს არის თქვენი ქოცური პატრიოტიზმი? იმას რასაც „ქართლი ოცნების“ ლიდერები აკეთებენ სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.