„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკვშირებით ბრიუსელში, არანაირი მოლოდინი არ მაქვს არც მე და არც ბევრ ადამიანს, რადგან ჩვენ არ გვინახავს მისი მხოლოდ ერთგვაროვანი განცხადებები, გვინახავს ერთხელ ერთი განცხადება, მაგრამ შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ გამაძლიერებელი განცხადება,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, ერთი მხრივ აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ საქმით სულს სხვა ქნედებებს ახორციელებს.
„ხან კარგად უნდა ვაფასოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ხან ცუდად, მაგრამ მთავარია საქმით რას აკეთებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ დღეს გამოვა, ,გააკრიტიკებს ხელისუფლებას გააკრიტიკებს უმრავლესობას, მაგრამ საქმით სულ სხვა ქმედებებს ახორციელებს და დილით გვიცხადებს, რომ თურმე პრემიერ-მინისტრმა უთხრა ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში არ არიან და თუ ამის გამხმოვანებელი უნდა იყოს და თუ მთავარი ფუნქცია არ უნდა შეასრულოს, რომ ქვეყნის დემოკრატიის უზრუნველყოფა მოახდინოს და საკუთარი უფლებით, რომლის უფლებაც მას გააჩნია შეიწყალოს ნიკა გვარამია, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი სხვა რა უნდა აკეთოს? მეტი უფლება არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილისგან მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს მე და ძალიან ბევრ ადამიანს, რადგან ჩვენ არ გვინახავს მისი მხოლოდ ერთგვაროვანი განცხადებები, გვინახავს ერთხელ ერთი განცხადება, მაგრამ შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ გამაძლიერებელი განცხადება.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.