„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში მართავს.
„ნაციონალური მოძრაობის განცახდებით, პარტიაში დასრულდა ქართულ რეალობაში უპრეცედენტო შიდადემოკრატიული პროცესი, რომლითაც დაკომპლექტდა პოლიტსაბჭო - 84 წევრით.
პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება - მიხეილ სააკაშვილის როლი წარსულსა და მომავალში, ქვეყანასა და რეგიონში, ევროპული იდეალების გამარჯვების საქმეში, ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი ენერგიით, ახალი ლეგიტიმაციით, ახალი სტრუქტურებით, ბევრ ახალ თანამებრძოლთან ერთად გადადის ბრძოლის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში შესაყვანად!“ - აცხადებენ პარტიაში.