პრეზიდენტის 26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლის შინაარსს არ ჩავყვები, მაგრამ სასურველია, რომ ქვეყანასთან დაკავშირებით მისი გამოსვლები გამსჭვალული იყოს იმ პროგრესზე, რაც დღეს საქართველოს გააჩნია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის განცხადებები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის სტატუსი, რაც მას დამსახურებულად ეკუთვნის. მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს განხორციელებული და იმედია, ბრიუსელში ტრიბუნა პრეზიდენტის მხრიდან მაქსიმალურად პოზიტიურად იქნება გამოყენებული და მისი მხრიდან არ იქნება ისეთი ბრალდებები, რასაც ბოლო პერიოდია ვისმენთ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.