ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.
"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის..ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი," - თქვა ერდოღანმა
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.