„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოების გავრცელებას ეხმიანება და ამბობს, რომ პირადი ხასიათის ფოტოების და ვიდეოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა.
„უბრალოდ ამორალობის მასშტაბი რომ დაგანახოთ - აუზზე გადაღებული ქალი პოლიტიკოსის ფოტოები რომ გამოსული ინტერნეტ სივრცეში აუცილებლად ჩაიქოლებოდა და სწორიც არის !! პირადი სივრცეა და უზომოდ არაეთიკურია, ამორალურია
და კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია ? თუ ეთიკურობას სქესი აქვს და რამე, ვინმეს აძლევს უფლებას პირადი ხასიათის ფოტოები აქვეყნოს და საზოგადოებას ქცევის ეს დეგრადირებული პრინციპები შეაჩვიოს?
ააა, თუ პირადი ხასიათის ფოტოების და ვიდეოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა? ხო ნუ მაშინ გასაგებია
პ.ს გურული რომ ეშმაკს შეხვდება ის ანეგდოტი მახსენდება ყოველ ასეთ ჯერზე“, - წერს ნინო წილოსანი.