გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას The New York Times პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის მართვის შესწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას.
გამოცემის ცნობით, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება.
Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინის საბრძოლო ველზე შესაძლოა, შემოდგომისთვის გამოჩნდეს.