სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. ამის შესახებ სომხეთის ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე ისაუბრა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისი თქმით, სომხეთი კარგ პროგრესს აღწევს აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.