გაუგებარია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთ, – ამის შესახებ „ნაიონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
საუბარია რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
„გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთაც. არავის შევყვები და ნამდვილად არ მაინტერესბს ტალახის უკან სროლა. გაუგებარია, ტალახის სროლა რას ემსახურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეს ფრაქციაში არ აისახოს. როგორც მივხვდი, ფრაქციის დაშლას ისედაც აპირებენ, ისეთი განცხადება მოვისმინე, რომ პატარა ჯგუფები უნდა გავაკეთოთ ამ ცვლილებების შემდეგო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, არ აპირებენ იმ ხუთ დეპუტატთან თანამშრომლობას, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს.
იქნება რელგლამენტში ცვლილებები? ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ ჯგუფს. ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლობა არც ყოფილა და არც იქნება. მათ ძალიან მძიმე პროცესში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც ხმა მისცეს. მოხდა ის, რაც მოხდა. თვითონ უნდა გამოიძიონ. აქვთ მთელი რიგი ანტიკორუფციული ორგანიზაციები შიგნით და შეუძლიათ, კარგად გამოიძიონ, რა გახდა მათი გადაწყვეტილების მიზანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი რომანიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ჩემზე თავდასხმა დიდი ხანია, დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათ შორის თამარ ჩარკვინის განცხადებებით და ახლა კუთხე შეიცვალა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ჯგუფი გახდა ყველა მხრიდან ფართოდ ცნობილი. მართლა სამწუხაროა, რიდესაც ამხელა გამოწვევების ფონზე, მით უმეტეს, პარტიისთვის და მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ძალინ მძიმედ არის, ფრაქციას და პარტიას ახლა სცალია, ჩემი და ბატონი რომანის პოლიტიკურ ჯგუფზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.