სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესთან და ტემპთან დაკავშირებით, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტზე, ასევე რეაქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა ფრენების აღდგენაზე რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ.
„რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეაქციები საქართველოს მხრიდან იმ დროს, როდესაც კრიტიკული მომენტია, ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინისთვის, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, რა საკვირველია, ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კოლომინამ.