ვფიქრობ, უკრაინა გაცილებით მეტ დახმარებას საჭიროებს. ზუსტად იმავე თემაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. როდესაც საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე შეზღუდვები ამ ომში, თანაც განაგებს ბირთვულ შეიარაღებას, რასაკვირველია, შედეგთან დაკავშირებით ძალიან ძნელია საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვერ დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას იმასთან დაკავაშირებით, როგორ შეიძლება, ეს ომი დამთავრდეს, თუმცაღა ხაზი გაუსვა, რომ იგი, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
„პროგნოზი, რით დამთავრდება უკრაინა-რუსეთთან მთელი მსოფლიოს ჭიდილი, რომელსაც გააჩნია ბირთვული შეიარაღება, ძნელი გასაკეთებელია. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ საქართველო და არამარტო, ძალიან რთულად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო და მსოფლიოს მოსახლეობა დგას. ამ თემებზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა და ძალიან ცუდი, უღირსი საქმეა, იმ გულწრფელი საუბრის ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარადგინა.
„ზუსტად ის ითქვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. გახსოვთ ელჩის გაწვევა უკრაინის მხრიდან. ეს განაპირობა იმან, რომ მოულოდნელად, შეუთანხმებლად გამოგზავნილი ჩარტერული რეისები არ მივიღეთ და მასში არ განვათავსეთ მოხალისეთა შეიარაღებული ჯგუფები, არ გავაგზავნეთ საომარი ეკიპირება ან საომარი დახმარება, რაც ომში პირდაპირ ჩართვას მიუთითებს. არაერთი განცხადება იყო უკრაინული პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირების მხირდან იმის თაობაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს და სწორედ ის დროა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ძალით უნდა აღვადგინოთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ორაზროვნება არ არსებობს, ეს რეალობა იყო, ეს რეალობა რჩება. მართალია, შენელდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, ვანო მერაბიშვილმაც იგივე გამოაცხადეს, - განაცხადა ვილსკიმ.