საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 80 პროცენტი უკვე შესრულებული აქვს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მედია, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. მანამდე ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. ასევე ზეპირი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქში. პარლამენტებში თუ სხვა კოლეგებთან შეხვედრებით, ბრიუსელთან კომუნიკაციით ვიცით, რომ პოზიტიური შეფასებებია მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, საარჩევნო რეფორმების მხრივ, გენდერულ საკითხებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან , ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პროაქტიული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენებასთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.