დღეს ძალიან განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია, ვიდრე თუნდაც 2008 ან 2011 წელს იყო, ხელისუფლებამ შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს
„დღეს ძალიან განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია, ვიდრე თუნდაც 2008 ან 2011 წელს – ნებისმიერ მომენტში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე. იმდროინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ადრევე მომხდარიყო ის დიდი გამოღვიძება, რომელსაც ახლა ვხედავთ დასავლეთში. სამწუხაროდ, ეს მაშინ არ მოხდა. ასეთი იყო გეოპოლიტიკური კონტექსტი, მათ შორის გერმანიაში სხვა ლიდერშიფი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას ატარებდა. დღევანდელი მოცემულობით ქვეყნის ხელისუფლებამ სწორედ ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, ნაცვლად იმისა, რომ ხელიდან გაუშვას უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა გაჩნდა.
რუსეთთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არასოდეს შეცვლილა. ყოველთვის მქონდა უკიდურესად პრინციპული პოზიცია, როგორც ვიყავი ქართულ პოლიტიკაში, ისე ვიყავი ქართულ დიპლომატიაში და წარმოვადგენდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უმაღლეს ტრიბუნაზე, როგორიც არის გაერო-ში ადამიანის უფლებათა საბჭო, მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც იმ დროს მედიაციას უწევდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა წითელი ჯვარია, პრეზიდენტი, ძალიან ცნობილი პიროვნება პიტერ მაუერი, სადაც მათ შორის ჩვენ ამერიკელ მეგობრებთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია, სწორი იყო მაშინაც და ახლაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.