ხორვატიის დასავლეთ ნაწილში თვითმფრინვი ჩამოვარდა, ბორზტე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე ნიდერლანდების მოქალაქე იყო.
თვითმფრინავი Cirrus SR20 სლოვენიის ქალაქ მარიბორიდან ხორვატიის ქალაქ პულაში მიფრინავდა.
თვითმფრინავი ტყის მასივში, მალი მაკოვნიკში ჩავარდა. თვითმფრინავსა და მის მგზავრებს 120 მაშველი ეძებდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო დრონები და ვერტმფრენები. თვითმფრინავის ნამსხვრევები მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გვიან საღამოს იპოვეს.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს კატასტროფა გამოიწვია თუ არა ძლიერმა ნისლმა. თუმცა მათივე თქმით, ცუდი ამინდი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კატასტროფის მიზეზი ნისლი გახდა.
თვითმფრინავი ნიდერლანდებს ეკუთვნოდა.
მედიის ცნობით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტერიტორია, სადაც თვითმფრინავი ჩავარდა, სახიფათოა, რადგან იქ დღემდეა ნაღმები, რომლებიც 1990-აინ წლებში იუგოსლავიის ომის დროს განათავსეს. ამიტომ მაშველებს ადგილზე მუშაობა განსაკუთრებული სიფრთხილით უწევთ.