პარტია „მოქალაქების“ ლდერი, დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილისა და ოჯახის წერების ყვარელში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ ომის შემდეგ საზიზღრობა იყო მიხალკოვის შვილის ქორწილის გადახდაც და ახლა ლავროვის შვილის ჩამოსვლაც.
“ომის მერე რუსი იმპერიალისტი მიხალკოვის შვილის ქორწილიც საზიზღრობა იყო და ახლაც საზიზღრობაა უმსგავსო ლავროვის შვილის ჩამოსვლა და მის ფეხქვეშ გაგება. ატოლეთ ქოცებმა და ნაცებმა ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფა და იყავით ეგრე“, - წერს ალეკო ელისაშვილი.