„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები, სხვა პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები დააკავეს ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო არ იქნება, დააკისრებენ 2000 ლარიან ჯარიმას ანუ ხარკს, რომელიც დაწესებული აქვს „რუსულ ოცნებას“ ანტიპუტინისტურ აქციებზე.
„ჩვენი თანამებრძოლები არიან დაკავებულები მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დიმა ჩიქოვანი ,პოლიტსაბჭოს წევრები,სხვა პარტიის წარმომადგენლები,სამოქალაქო აქტივისტები,ქვეყნის პატრიოტები დააკავეს ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო. სასამართლოს არ ველოდებით ეგ არ არის სასამართლო, მათ აქვთ ასეთი დასჯის მეთოდი დააკავებენ, რამდენიმე დღე დაიტოვებენ ამ ადამიანებს დილეგში და მერე ადმინისტრაციულად დააჯარიმებენ, არანაირი სასამართლო არ ჩატარდება. აქ მოვედით იმიტომ, რომ გათავისუფლდნენ და ველოდებით ჩვენს მეგობრებს მათ შორის ახალგაზრდებს, რომლის ოჯახის წევრებიც ნერვიულობენ, რომ იყვნენ თავისუფლები. არანაირი სასამართლო არ იქნება პირდაპირ შემიძლია გითხრათ დაუწერენ 2000- 2000 ლარიან ჯარიმას მინიმუმ და ეგ არის ხარკი, რომელიც დაწესებული აქვს რუსულ ოცნებას ანტიპუტინისტურ აქციებზე. ოღონდ ევროპა ლანძღეთ რამდენიც გინდათ, დასავლეთიც, მაგრამ პუტინს თუ შეეხებით მაშინვე დაგაჯარიმებენ. ველოდებით ჩვენი თანამებრძოლების გათავისუფლებას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მის თქმით, ყველგან უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენი პარტიის წევრები მიჩვეულები არიან დაჯარიმებასაც , ყადაღის დადებასაც ,დევნასაც სისხლის სამართლებრივ საქმეებსაც "ნაციონალურ მოძრაობას "ეგ არ უკვირს .რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტებს სხვა პარტიის წევრებს ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ ყველანაირი დახმარება მათ შორის სამართლებრივი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მათ შორის პროტესტი უნდა იყოს ყველგან უწყვეტი ყველა რეგიონში ,ყველა ქალაქში დედაქალაქში მე დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში ასეც იქნება.ქართველი ალხის ნებას აღასრულებენ პოლიტიკური პარტიები,ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ამისთვის მზად არის ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იბრძოლოს გამარჯვებამდე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ .ყველა კონსტიტუციით დადგენილი ნორმით და შესაძლებლობით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.