წელიწადზე მეტი გავიდა უკრაინაში საოკუპაციო ომის დაწყებიდან და იმის მერე ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ პერსონალური სანქციები არავის მიმართ არ აქვს დაწესებული.
„წელიწადზე მეტი გავიდა უკრაინაში საოკუპაციო ომის დაწყებიდან და იმის მერე ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ეს ნიშნავს, რომ პერსონალური სანქციები არავის მიმართ არ არის დაწესებული. ელემენტარულად სანქციებში შემავალი ადამიანების ბაზაც კი არ არსებობს, რადგან საქართველოს პერსონალური სანქცია არავის მიმართ არ აქვს დაწესებული, გარდა იმ პირებისა, რომლების არიან ოკუპაციის კანონის დამრღვევები. ახლა ყველა კონკრეტულ დეტალზე, რუსეთის რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს შეიძლება ახალი კამპანიის აგება, რომ ის, სადღაც არის სანქცირებული, მათ შორის ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. გასაგებია, მაგრამ, რადგან საქართველოს მიერ არ არის სანქცირებული, ელემენტარული საფუძველი შეიძლება, არ გააჩნდეს მებაჟეს მისი გაჩერების ან არშემოშვების. შეიძლება შემოუშვას, არც იცოდეს ვინ არის კონკრეტული პიროვნება და ამაზე შეიძლება ააგონ ახალგაზრდების მიმართ სპეკულაციური კამპანია. აბა ეხლა ფეხზე დავდგეთ. გვერდის ავლის საშუალება შეიძლება გახდეს სანქცირებული ტვირთის კომპანიის ბორტის, ვთქვათ, საქართველოში შემოსვლა ან არშემოსვლა, ეს იყო მიზეზი, რომ სანქცირებული ბორტი და სანქცირებული თვითმფრინავი საქართველოში ვერ შემოვა, მაგრამ, რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, აქ კატეგორიულები არა ამ შემთხვევის გამო, წელიწადის და თვეების წინ იმიტომ ვიყავით, რომ გვერდის ავლის საშუალებად კონკრეტული სანქცირებული პირის შემოშვება არშემოშვება ვერ გახდება. სანქცირებულების სიების გამოთხოვა და მათ მიმართ სანქციების დაწესება ნიშნავს სანქციების დაწესებას, რომელსაც საქართველო არ უერთდება და ამაზე ბევრი პრაგმატული თვალსაზრისით განმარტება გაკეთებული გვაქვს. „აირაის“ კვლევითაც კი, საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი მხარს უჭერს ფრენების აღდგენას, შესაბამისად ჩვენ საზოგადოების ინტერესებიდან გამოვდივართ“, – განაცხადა მდინარაძემ.