გუშინ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმაო, მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ამას, მეორე მხრივ, „აირზენას“ გამოუცხადა ბოიკოტი, რეალურად, ამის პარალელურად ხდება, რომ გატესტვები მიდის ხალხის ემოციების, დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ტყუილს შეიცავს.
„ასეთი გლობალური, ბინძური გეგმების ფონზე, ქორწილის მეორე დღე გადაიდო, ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი. მისი გაკეთებული განცხადება ტყუილს შეიცავს, რადგან შეუძლებელია, ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა.შ. რადგან ასეთი საკითხებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვახტანგ გომელაური დაკავებული არ არის, მისი საქმეა დაცვა საზოგადოების, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და არა ქორწილების გადადება და გადმოდება. ასეთი რაღაც არ უთქვამს, არასწორად გაახმოვანა პრეზიდენტმა. ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით გლობალური, მავნებლური გეგმების დემოპარება მიდის და ახალგაზრდების ემოციებით ცდილობენ ასეთი თემების ერთმანეთში ჩახლართვას, შემდეგ გადაფარვას. აქ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ – რაღაცა პრინციპი უნდა აიღოს სახელმწიფომ ყველაფრის გამოსარიცხად და ამ პრინციპიდან უნდა იმოქმედოს, მათ შორის სანქციებს ვუერთდებით თუ არა, ემოციებზე აგებული დეტალები შეიძლება გასაგები იყოს რომელიღაც ახალგაზრდის მხრიდან, მაგრამ პოლიტიკოსი მთელი თავისი ცხოვრება პოლიტიკაშია, იმის მხრიდან რომ მანიპულაციური, სპეკულაციური და ახალგაზრდების ემოციებზე გათვლილია ბინძური სპეკულაციის თვალსაზრისით, ეს არის მათი მხრიდან ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.