„ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სერგეი ლავროვის შვილსა და ოჯახის წევრებს თუ არ დაურღვევიათ ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფძველი ისინი საქართველოში არ შემოეშვა.
ხაბეიშვილის თქმით, ანწუხელიძის, ოთხოზორიას, თათუხაშვილის მკვლელებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ.
„საზოგადოებას მარტივად ვკითხოთ, შემოგივარდნენ ოჯახში და მოგიკლეს მეუღლე, შვილები, დედა და ორი წლის შემდეგ, ამ მკვლელების ოჯახის წევრები თავად ვინც ახალისებდა თქვენი შვილების ოჯახის წევრების მკვლელობას თქვენს ოჯახში უნდა ქეიფი, მიიღებთ ამ ადამიანს? და ნორმალური იქნებ თქვენი ოჯახის წევრების მიღება ოჯახში? ეს არ არის ნორმალური, საქართველო არის ერთი დიდი ოჯახი და დიახ, ანწუხელიძის, ოთხოზორიას, თათუხაშვილის მკვლელებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ. 2023 წელს ამაზე რომ გვიწევს საუბარი ეს არის უმძიმეს ამბავი და დამსახურება „რუსული პარტიის“ რუსი ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის. კობახიძის, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანას ხელი მოაწერა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, არ უნდა გაგვიკვირდეს. გავრილოვიჩისგან რა შეიძლება გაუკვირდეს საქართველოს მოქალაქეს. ეს აუცილებლად ასეთ რაღაცებს ილაპარაკებს, რადგან გარუსებული ქართველია, ოკუპანტის ენით, რუსი პროპაგანდისტების ენით ლაპარაკობს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ირაკლი კობახიძის მიმართ - ჩვეულებრივი, უბრალოდ ნაძირალაა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციის და ყველაფერი იმის, რიტად ვამაყობთ ქართველი ხალხი, “ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.