სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით.
„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას, ეს არის რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს. მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი ინ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს. მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით, მას პირდაპირ ბანერი უდევს ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს საკუთარ „ფეისბუქზე“, რითიც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.