რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. ისმის შეძახილები „არა რუსულ ფრენებს“, „არა რუსულ რეჟიმს“
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ გმირთა მოედანზე დასრულდება.
მისივე თქმით, დღეს „ყვარლის ტბაზე“ დაკავებულების გათავისუფლებისა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმების მოთხოვნებით აქციები გაგრძელდება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - დღეს დაკავებულების გათავისუფლება და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება. მათ ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს, თუმცა იმის გამო, რომ მოთხოვნა არ შესრულდა, პროტესტი სწორედ მსვლელობით გრძელდება.