უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი ოპოზიცია.
„,მჯერა, რომ ეს შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი მომენტი“, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სააგენტოს AFP-ს.
თაად ზელენსკიმ სოციალურ ქსელსი დაწერა, რომ მადლობას უხდის საფრანგეთს „გამანადგურებლების კოალიციის“ მხარდაჭერისთვის და უკრაინელი მფრინავების საწვრთნელ მისიაში მონაწილეობისათვის.
„ყურადღება გამახვილდა უკრაინის „სამშვიდობო ფორმულის“ რეალიზაციის მნიშვნელობაზე, და რაც შეიძლენა მეტი ქვეყნის ჩართულობაზე“, - განაცხადა მან.