რუსეთიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართება.
მოქალქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20 საათზე შეიკრიბება.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აეროპორტში დახვდნენ პირველ რუსულ ავიახომალდს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა, რეისიავიაკომპანია „აზიმუტმა განახორციელა“. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.