„წინა საპარლამენტო სიის ფორმირებამ გაკვეთილი უნდა გვასწავლოს პარტიას და მომავალში ძალიან კარგი იქნება პარტიისთვის და ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული იყოს ის პროცესი, რომლის შედეგადაც მოხდება პარტიის სიის ფორმირება,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების განცხადებას, რომ 2020 წელს სიები არასწორად დაკომპლექტდა.
„სიებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით წინა საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით მე საჯაროდ არ მისაუბრია, ვთვლი, რომ ეს არის საკითხი, რომელიც შიდაპარტიულად უნდა გადაწყდეს და არჩევნების შემდეგ ამაზე საუბარი აღარ უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინა სიის ფორმირებამ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გაკვეთილი უნდა გვასწავლოს პარტიას, მომავალში ძალიან კარგი იქნება პარტიისთვის და ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული იყოს ის პროცესი, რომლის შედეგადაც ხდება პარტიის სიის ფორმირება. მე ვფიქრობ, რომ ამით ისარგებლებს პარტია და ამით ნამდვილად ისარგებლებს ქვეყანა, რადგან ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილებები, როგორიც არის პარტიული სიის ფორმირება, ხდებოდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ყველასთვის პროგნოზირებადი, მერიტოკრატიაზე დაფუძნებული პრინციპებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც გვმართებს მეტი გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი და უფრო მეტად პროგნოზირებადი იყოს ის პრინციპები, რომელზეც იგება სია, ვფიქრობ, რომ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად წინ გადავდგათ ნაბიჯი შემდეგი სიის ფორმირებისთვისმ“ - თინა ბოკუჩავამ.