აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თვითმფრინავი იაპონიის ქალაქ ივაკუნში, იამაგუტის პრეფექტურაშo მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე დაეშვა.
იამაგუტიდან ბაიდენი ჰიროსიმას პრეფქტურაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი იმართება.
მოსალოდნელია, რომ სამიტის დაწყებამდე ამერიკის პრეზიდენტი ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს იაპონიის პრემიერთან, ფუმიო კიშიდასთან.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობას სამხედრო, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში.
G7-ის სამიტი ჰიროსიმაში 19-21 მაისს გაიმართება.