რუსეთის ფოსტა საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი ავიაგადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება “რია ნოვსტი“ იუწყება.
რუსეთის ფოსტის განცხადებით, რამდენიმე ავიაკომპანიიდან სტაბილური ფრენების დაწყების შემდეგ, ოპერატიულად განიხილავენ საქართველოში გზავნილების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვები ახლა მესამე ქვეყნების გავლით სრულდება.