როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს არ შეიმჩნიოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები, განადგურებული მარინკა, დახოცილი ადამიანები ბუჩაში, ირპინში, იზიუმში, ბავშვების გატაცება. როგორც ჩანს, ზოგიერთს დაავიწყდა ტრაგედია გორში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ისტორიას ახსოვსიისნი, ვინც არ იმჩნევდა გენოციდს, ნაციზმსა და მათ ავტორებს
ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც არ იმჩნევდა გენოციდს, ნაციზმსა და მათ ავტორებს. ეს ისტორიული მეხსიერება რთულად თუ მოსწონს ვინმეს. საქართველომ რუსეთთან ფრენების განხორცილების ნებართვა მისცა კიდევ ერთ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს, მანამდე კი Azimuth-ს.
ქართველი ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარობას მუდმივად გამოხატავს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან კლავს უკრაინელებს. ჩვენი ერებისთვის ეს მტერი ეგზისტენციალურია.
თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს არ შეიმჩნიოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები, მარინკის განაგურება, მოკლული ადამიანები ბუჩაში, ირპინში, იზიუმში, ბავშვების გატაცება. როგორც ჩანს, ზოგიერთს დაავიწყდა ტრაგედია გორში.
როგორც ჩანს, ზოგს ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთობა ნორმალურია. არასწორი პოზიციაა, ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ხალხიც აუცილებლად გააკეთებს ამას“, - წერს ერმაკი.