უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაკვირვება გამოთქვა საქართველოს ქმედებების გამო, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას თავისი ტერიტორიების ოკუპაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომის მიუხედავად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველომ ხსენებული გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც მსოფლიო რუსეთის მაქსიმალურად ოზოლირებას ცდილობს, რათა აიძულოს ის შეწყვიტოს ომი.
„ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგებით“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.