ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლევან ბერძენიშვილის მისამართით ორგანიზებული მუქარის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ძალადობისთვის და ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებების დაუსჯელობის ატმოსფეროზე ყველა ვარიანტში ავტომატურად ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში საფუძვლიანზე მეტია ეჭვი, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან მყოფი ჯგუფი პირდაპირ სუსის მიერ იყო დაორგანიზებული.
„ხელისუფლების შეცვლის მერე დიდი ალბათობით ამის პირდაპირი მტკიცებულებები გაირკვევა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
დღეს, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან მისული იყო 15-20 კაცი. შეკრებილებმა მას შემდეგ დატოვეს ბერძენიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რაც მისი ოჯახის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს.