ვფიქრობ, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ფრენებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის კომერციული გადაწყვეტილება, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაც იგივეს გააკეთებს.
მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა. ვფიქრობ, რომ ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება.
ეს არის უფრო კარგი ჟესტი, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი ქართველებისთვის. პუტინი უფასოდ არაფერს გასცემს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, რატომ ჩუქნის ახლა ამას იმის ნაცვლად, რაც უფრო საჭირო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს კი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღება და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.