ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ფრაქციას აღარ მართავს და შეუძლიამისმა რჩეულმა პარტიამ სტარასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, დატოვოს პარლამენტი.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტარასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე.
თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს, ხატია, გენაცვალე, უთუოდ შეგეტყობოდა. სწორედ ეგ არაკეთილსინდისიერებაა და საჭიროების შემთხვევაში, როცა ხალხს სჭირდებოდა და ხმას არ იღებდი – სიჩუმე არის პოლიციელის მუნდირის შელახვა, ეგ მუნდირი კარადაში გეკიდოს ჯობია, თუ მაინცდამაინც სათვალე დაიტოვე, იმიჯს უხდება!”