ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ ჭირდება ეს ფრენები, ამაში კი ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეხმარება პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში.
„ტერორისტ პუტინს ქეშის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ ჭირდება ეს ფრენები და ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად თბილისი მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დაჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება დაჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს ან მილიონობით დოლარი გადაგაქვს ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის სახიფათოა ამიტომ, ფაქტობრივად ამ ფრენებით გაიოლა საქმე პუტინმა და ამ საქმეში ცხადია ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა, გამოტანა და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ,რომ პუტინს ომის პირობებში ,როცა უკრაინას თავს ესხმის ,როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას ,საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის ჭირდება თბილისი- მოსკოვის ფრენები და არა პირობითად ადამიანებზე და თურმე ხალხზე ზრუნვის გამო ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის თურმე რა კარგი იქნება ეს ფრენები. ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის მისი ტერორისტული ზრახვებისთვის ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და საბოლოო ჯამში „რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის ფაქტობრივად ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად ეს არის ის ფრენები,რომელიც უტოლდება სახელმწიფოს ღალატს,საუბარია შავი ფულის ქეშის ტარებაზე თბილისი- მოსკოვის მიმართულებით სანქცირებული ოქროს ტარებაზე და ასევე ცხადია ეს უკავშირდება ე.წ სამხედრო ჩიპებს,რომელიც შესაძლოა ასე ვთქვათ ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანია ომის პირობებში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.