ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელსი ეხმიანება.
ის წერს, რომ ხალხი არ უნდა დანებდეს და უნდა იბრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის ყველაფერი დასრულდება.
„ამ “პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა!
რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?!
როდესაც მთელმა მსოფლიომ
შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი,მოსკოვი,სანპეტერბურგი, ირკუცკი და ა.შ.
Welcome to USSR Georgia
საქართველოს “ოცნება” თქვენ “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!
დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!
ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე!
უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?!
რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი!
გული მაქ გახეთქვაზე! მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ რამდენი დრო გავიდა და 3მილიონიან ერს ვერ მიხედეს და დააყენეს ფეხზე“, - წერს ანიტა რაჭველშვილი.