ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვქონდა, საერთაშორისო მიმართულებით ზეწოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ოლიგარქთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მან უპასუხა შეკითხვას, რა გეგმა უნდა ჰქონდეს პარტიას, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების შემდეგ.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის გუნდმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო საკმარისი, აქციებიც უნდა გაემართათ და ახლა ამ დაპირებების ტყვეობაში არიან.
„არსებით განხილვამდე ვიდრე გავა საკითხი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მეორეა, რა უნდა გააკეთოს პარტიამ. იმ მოცემულობაში, რა დაპირებებიც აკეთეს, მთლიანად იცვლება სურათი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვქონდა, ზეწოლა საერთაშორისო მიმართულებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ოლიგარქთან ბრძოლაში, თუმცა ჩვენმა მეგობრებმა ეს საკმარისი არ არის, ქუჩაში 50-კაციანი აქციები გამოიყვანს სააკაშვილსო და დღეს ამ დაპირებების ტყვეობაში არიან. ეს არის პრობლემა. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით გარკვეული პერიოდი, რადგან იციან, რომ ამის სხვა შესაძლებლობა არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ ვერასდროს იხილავს. ოპოზიციის სკამები რაღაც დროის განმავლობაში, თუ ვინმეს აწყობს, კი ბატონო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.