პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ დროებით თავმჯდომარედ თავიდანვე მოაზრებულიიყოხაბეიშვილი, რომელსაც უნდა მოეგო არჩევნები და შემდეგ გადაებარებინა ეს პოზიცია პეტრე ცისკარიშვილისთვის. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
„ყველაზე აქტიურად განიხილება პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა. თავიდანვე ასე იყო, დროებით თავმჯდომარედ იყო მოაზრებული ხაბეიშვილი, რომელსაც უნდა მოეგო არჩევნები და შემდეგ გადაებარებინა ეს პოზიცია პეტრე ცისკარიშვილისთვის, ვნახოთ, აქ როგორ განვითარდება მოვლენები.
რაც შეეხება არაფორმალურ ლიდერობას, რა თქმა უნდა, კეზერაშვილი არის მთავარი დამფინანსებელი, რომელიც დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით, მათ შორის, ძალიან სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. წარსული დანაშაულები არის დაკავშირებული საქართველოსთან, ქართული ჯარის ძარცვასთან, ბიზნესმენების ძარცვასთან და დღევანდელი მისი დანაშაულები დაკავშირებულია ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან. აქედან გამომდინარე, ორმაგად გაუგებარია, რატომ შეიძლება სარგებლობდეს ის თავისუფალი მიმოსვლით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მერაბიშვილის როლიც ყველამ იცის და ამ ადამიანებთან ადეიშვილის კავშირის თაობაზეც ყველასთვის ცნობილია.
ზოგადად, ყველაზე დეგრადირებული ადამიანები არიან შეკრებილი „ნაცმოძრაობის“ სათავეში, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმდენად დეგრადირებულია მთლიანობაში ეს პოლიტიკური პარტია, რომ მათ სათავეში ყველაზე გამორჩეულად დეგრადირებული ადამიანების ყოფნაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესები წარიმართება „ნაცმოძრაობაში“, ეს გამოიწვევს მათ შემდგომ დასუსტებას, რაც უკვე აისახება რეიტინგებზე. გამოქვეყნდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ სოციალური კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ 30%-დან 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული „ნაცმოძრაობა“ და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. რაც უფრო დიდხანს იქნებიან ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ სათავეში, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მათი არაფორმალური მმართველობა თუ ფორმალური თავმჯდომარეობა, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.