სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, საქმე მიიღო წარმოებაში და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ინფორმაციას ისე აწვდის, როგორც მას სურს.
„რუსული პარტია“ საქართველოში, მატყუარების პარტია როგორც ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ ეს სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. ამიტომ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში - სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს ანუ მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება და რასაც ასაღებს „რუსული პარტია“, რომ თითქოს რაიმე დოზით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება რომ დარწმუნდეს, ეს ინფორმაცია არ დაიმალება და ვერ დაიმალება. ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე არის ვარშავაში გადაყვანაზე მხოლოდ და ხაზი გაუსვა იუსტიციის მინისტრმა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა, მსგავსი რამ დაცვის მხარეს არ ქონია, ერთადერთი მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებაზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება, მე შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს უკვე დასაბუთებული ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტები, რეზოლუციები ევროპიდან, მაგალითად რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას პრეზიდენტ სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე, ასევე შეგახსენებთ, რომ ჰააგამ მიიღო გადაწყვეტილება და პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე და ამ სამხედრო დამნაშავესთან „რუსული ოცნება“ აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას. მეორე მხრიდან რომ მკვლელი, ტერორისტი, ჰააგაში გასამართლებული, სამხედრო დამნაშავე პუტინი რომ მოაწერს ხელს, მეორე მხრიდან ხელგაშლილები ელოდებიან რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი ირაკლი კობახიძე, რუსი კახი კალაძე, რუსი ბიძინა ივანიშვილი და ეს ადამიანები, ვინც ახალისებენ საქართველოს ოკუპაციას და მეტიც, ეკონომიკურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთს არ შეექმნას პრობლემა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების თავისუფლებისთვის, მათ შორის რომა შამათავა და სხვა სამხედრო ბიჭები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ დაჭერილი და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.