ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, სიაში მოხვედრისა და გამორჩენის გამო რომ ჰკიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი, მეგობარო, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სააკაშვილით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა“, – წერს ხატია დეკანოიძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.