ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა ქართული ავიაკომპანიები დასანქცირდნენ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა , თუ რამხელა ზიანს აყენებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან.
მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები და განწყობა, მათი გადადგმული, თუ არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი ერთად უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე.
„ეს ადამიანები, ივანიშვილის და მისი არარაოებების გარემოცვა თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რეალურად რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი რეპუტაცია აქვთ და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი.
ეს არის ამ მავნებლობის პირდაპირი მტკიცებულება. თუ საქმე აქამდე მივიდა, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ, სანამ ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ მაქამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.