„გუშინ ყველამ დავინახეთ, რომ ნიკა მელიას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანების მიზანი, რადგან თავის თავს ვეღარ ხედავს ამ პარტიაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, ნიკა მელიას ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოსვlა იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამოსამშვიდობებელი საღამო.
„შემიძლია მხოლოდ ღიმილით ვთქვა, რომ წუხანდელი ეთერი იყო ჩვეულებრივი, ალბათ გამოსამშვიდობებელი საღამო "ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს ის, რომ ის პარტია რომელშიც 8-9 წელია ხარ, იჭორავო ,ის პარტია ლანძღო და ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენო იქ მყოფ ყველა ადამიანს. რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს, მე რომ რამე ვთქვა ნიკა მელია უნდა იცავდეს ადეიშვილს ჩემგან იმიტომ, რომ სწორედ ტოგორც ვიცი, ზურა ადეიშვილი იყო, რომელიც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს და სამი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზურა ადეიშვილის ხელშეწყობით. ის იყო პრობაციის სამსახურის უფროსი, იყო თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და იყო ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი. სამივე ეს პოზიცია ადეიშვილის ხელშეწყობით მიიღო. არ ვიცი, ახლა ამით რისი თქმა უნდა, უკვე ჩემთვის წარმოუდგენელია, საერთოდ გაუგებარია ეს ყველაფერი .
ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და აღარ აქვს სურვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ჩაკითხვებზეც ვისმენდით, რომ მზად იყო სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს და იქ არ მიყვებიან ადამიანები და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბოლომდე დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მინდა მასაც და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის და მერე ლანძღავს პარტიას, ყველა ამ ადამიანს ვუთხრა, რომ ეს არცერთ წასულს არ წადგომია და მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიკეთე არ ყოფილა და არც მომავალში მოუტანს ვინმეს სიკეთეს.
მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც უკვე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს ნამდვილად აღარ შეეფერებოდა. წევრს და არ არის საუბარი იმაზე, რომ ის იყო პარტიის თავმჯდომარე. ამით ყველაფრით დაგვანახა, რომ ვერ შეეგუა წაგებას და ამის შემდეგ ის ჩნდებოდა თუ არ ჩნდებოდა ეთერში, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ის ყველაფერს აკეთებდა,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეზიანებინა რაღაც თავისი გეგმით.
იმდენი ადამიანი ჩამოთვალა მმართველებში, რომ ეს არაფორმალური მმართველობა კი არა გუნდური მმართველობა გამოდის. პირველ რიგში მე მინდა მასაც შევახსენო, რომ ამ შემთხვევაში ზურა ადეიშვილი არის ჩართული უკრაინის საკითხებში და ზურა ადეიშვილის დიდი წვლილია სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი სანქცირება, რომელიც მოხდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიიდან გამომდინარე. ამ ძალიან ბევრი საქმის ავტორია და მასზე საუბრობს დღეს „ქართული ოცნებაც“ და მას აშავებს, ამიტომ კარგი არ არის, რომ იგივე ხმაში მიდის საუბარი.
მე ზურა ადეიშვილის პარტიაში ჩართულობა ნამდვილად არ გამიგია. ის წასულია უკვე რამდენი წელია ქვეყნიდან და ნამდვილად არ მინახავს“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა