უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს მიმდინარე კვირაში ბახმუტში არ დაუკარგავთ არც ერთი პოზიცია, მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე 2 კმ-ით წინ წაიწიეს.
„მტერმა ვერ შეძლო თავისი გეგმების განხორციელება. მან ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებაზე 2 კმ-ით წინ წიაწიეს. მიმდინარე კვირას არც ერთი პოზიცია დაგვიკარგავს“, - წერს მალიარი Telegram-ზე.
მალიარი აღნიშნავს, რომ მტერი „თავს იქებს, ამბობს, რომ თითქოს წარმატებები აქვს და იგონებს სიუჟეტებს უკარინის სამხედრო სარდლობის შესახებ“.
მისი აზრით, ოკუპანტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის ნაკლებობის შესახებ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ გაამართლონ რეალური ვითრება.
შეგახსენებთ, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკიმ 10 მაისს განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც გარკვეულ მონაკვეთებზე მტერმა 2 კილომეტრით უკან დაიხია.