“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” მხრიდან “ევროპელი სოციალისტების” დატოვებას ეხმიანება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მუშაობს დასავლეთის ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალასთან საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად, რაც თავის თავში მოიცავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახისგან არის იზოლირებული.
„არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ რაღაც იდეოლოგიური პრინციპების გამო დაუპირისპირდნენ ისინი სოციალისტებს, ეს არის ტყუილი. თავად აირჩიეს ეს სოციალისტური ბანაკი, ოღონდ ახლა ისე ღრმად შეტოპეს პუტინისტურ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომ ბუნებრივია გარიყულები არიან. ეს ურტყამს საქართველოს და სანამ ჩვენ ამ რეჟიმს არ გამოვცვლით, ჩვენ ვართ უზარმაზარი საფრთხის წინაშე“ - თქვა გიგა ბოკერიამ.