რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი პოპოვმა ‘“რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მზად არის სახელმწიფო დუმაში დააყენოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი.
მისი თქმით, ამჟამად რაიმე „მეგობრობის ჯგუფების“ შექმნაზე საუბარი არ მიმდინარეობს, მაგრამ ორი ქვეყნს პარლამენტებს შეუძლიათ შეიტანონ წვლილი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გუსინ, 10 მაისს, გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.