სინამდვილეში თაღლითების პარტია არის კეზერაშვილის პარტია და გახარიას პარტია და ნუ განაზოგადებენ ამას საქართველოს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ქართველები თაღლითები არიან.
„ცდილობენ რომ ქვეყანაზე განაზოგადონ ეს [ე.წ. ქოლცენტრების] პრობლემა, რომელიც კეზერაშვილმა შექმნა; როცა გინდა, რომ კეზერაშვილამდე დაყვანილი პრობლემა აიყვანო საქართველომდე და საქართველოს მოსახლეობამდე, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. გახარიამ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს იცნობენ, როგორც თაღლითების ქვეყანასო. სინამდვილეში თაღლითების პარტია არის კეზერაშვილის პარტია და გახარიას პარტია და ნუ განაზოგადებენ ამას საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. თაღლითები ეძებონ საკუთარი პოლიტიკური პარტიებისკენ.
თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად სათანადოდ გამოიძია ეს დანაშაული. ეს არ არის გასაშიფრად მარტივი სქემა, მთავარია, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდათ სამართალდამცველებს. სწორედ იმის გამო, რომ პირნათლად მოქმედება საქართველოს ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები, სწორედ ამის გამო მიიღეს მადლობის სიტყვები ჩვენმა სამართალდამცველებმა ევროპელი კოლეგებისგან. არაერთი პრობლემა შეუქმნიათ ამ თაღლითებს, კეზერაშვილებს და სხვებს და ესეც მორიგი მძიმე დანაშაულია, რომელიც აკადრეს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას, თუმცა, მთავარია რომ სახელმწიფომ მოახდინა სწრაფი და სათანადო რეაგირება ამ დანაშაულზე“, - განაცხადა კობახიძემ.